საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით -აზერბაიჯანი, სამზრეთით - სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრემუშის გზა.

საჭირო ინფორმაცია

ფართობი

საერთო ფართობი 69,700 კვ/მ

მოსახლეობა

ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს თითქმის 4.7 მილიონს.

დიდი ქალაქები

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

დედაქალაქი

თბილისი 

მთავრობა

 

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რომელსაც მეთაურობს პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

რელიგია

 

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართმადიდებელი ქრისტიანია - 84%, რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ: მუსლიმანები - 9.9%, სომეხი გრიგორიანელები - 3.9%, კათოლიკები - 0.8%.

ენა

ქართული

დროის სარტყელი

GMT +4:00

რეგიონები

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 1 ქალაქი, 2 ავტონომიური რესპუბლიკა და 9 რეგიონია: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

ავტონომიური რესპუბლიკა

·         აფხაზეთი

·         აჭარა

ვიზა

 

საქართველოში ვიზიტისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს: აშშ, ავსტრია, გერმანია, ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, იაპონია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი, შვეიცარია, ჰოლანდია.

მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, მათ უნდა მიმართონ საქართველოს წარმომადგენლობებს.

ვალუტა

ქართული ლარი (GEL)

 

სამზარეულო

 

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. პოპულარული ნაციონალური კერძებიდან გამოირჩევა ხაჭაპური, ხინკალი, ლობიანი, კუჭმაჭი, საცივი, ლობიო, ნადუღი, ჯონჯოლი, მჭადი, აჯაფსანდალი და ქართული პური. 

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებებლი ელემენტებია.