ეგვიპტე

აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.


ეგვიპტე
- ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლიაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით. ყველაზე მეტი ტურისტი კი ეგვიპტეს შობა-ახალი წლის პერიოდში სტუმრობს.
ეგვიპტე დღეს განსაკუთრებით ხიბლავს დამსვენებლებს, რაც შედარებით დაბალი ფასებისა და კარგი საექსკურსიო ზონის დიდი დამსახურებაა. თუ თქვენ დაივინგის მოყვარული ბრძანდებით, ამასთანავე, გიყვართ ექსკურსიები, სიძველეთა სამყაროში მოგზაურობა და თბილი ზღვა, ეგვიპტეზე უკეთეს ადგილს ვერ შეხვდებით და ეს ყველაფერი არც ისე ძვირი სიამოვნებაა.

ხურგადა პირველი იყო მთელს ეგვიპტეში, რომელმაც დაიწყო უცხოელი ტურისტების მიღება. ეს მართლაც საუკეთესო ადგილია მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. წითელი ზღვის ცნობილი ტურისტული ცენტრი თავისი უნიკალური კლიმატური პირობებით უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს სერფინგისა და დაივინგის მოყვარულებს ისიამოვნონ ამ ტიპის გასართობებით. მშრალი კლიმატის წყალობით ხმელთაშუა ზღვის კურორტებთან შედარებით აქ სიცხე გაცილებით ადვილად ასატანია. ხურგადაში სასტუმროები გადაჭიმულია 40 კმ-ის სიგრძის სანაპირო ზოლზე.

შარმ-ელ-შეიხი  ეგვიპტის ყველაზე ევროპიზირებული კურორტია. გართობა, კვება, სუვენირები-ყველაფერი ეს აქ ორჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე. შარმ-ელ-შეიხის ყველაზე სასიამოვნო საბანაო პლიაჟები ნაამის ყურეში მდებარეობს. შარმ-ელ-შეიხი იზიდავს, როგორც დასვენებისა და სიმშვიდის მაძიებლებს, ასევე გართობისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულებს.
ეს კურორტი, ეგვიპტის სხვა ადგილებთან შედარებით, განთქმულია დაივინგის მოყვარულთა სიმრავლით. წითელი ზღვა არსად ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ამ ადგილას. აქ ჩვეულებრივ ტურისტებსაც შეუძლიათ ტურიზმის ამ სახეობით დაკავდნენ.

ტურისტულ კომპანია ,,Lucky Tour”-ი
გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას ეგვიპტის კურორტებზე, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ შვებულება მაღალი დონის სასტუმროებში საუკეთესო სერვისით.