არაბეთის გაერთიანებული საემიროები

დუბაი  არაბეთის გაერთიანებული სამიროების 7 საემიროდან ერთ-ერთი და ყველაზე მრავალრიცხოვანია. იგი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი უდიდესი ქალაქი არის დუბაი, სადაც აღმოსავლური სიმდიდრე და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ჰარმონიულადაა შერწყმული.

დუბაი 
საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვისვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასე დაბალ ფასებს მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე. დუბაის ჯუმეირას რაიონის პლიაჟი დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლიაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით. ქალაქის ხმაურისგან დასვენება და განტვირთვა პარკებში შეიძლება, რომელიც ძირითადად, ოჯახთან ერთად დასვენებისა და პიკნიკებისთვის არის განკუთვნილი. Wonderland ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ახლო აღმოსავლეთში. ის სამ ნაწილად იყოფა. აქ ისმის ცოცხალი მუსიკა, თავმოყრილია ატრაქციონები, აკვაპარკი და სამი აუზი სპორტული წყლის სახეობებისთვის. მსურველებისთვის ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტები. 

დუბაიში ყოველწლიურად (11 ივნისიდან - 14 აგვისტომდე) ტარდება დუბაის ტრადიციული სავაჭრო ფესტივალი, რომლის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოთ გასული წლის საქონელი და გაეცნოთ ახალ მოდელებს. არჩევანი კოლოსალურია. ამ აქციების მთავარი საიდუმლო ის არის რომ ადგილობრივი სავაჭრო ფირმები განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან.
თქვენს განკარგულებაში ათეულობით თანამედროვე სავაჭრო ცენტრია რომლებშიც ფასები და ხარისხი ნებისმიერ კატეგორიის კლიენტზეა გათვლილი. მათგან ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრებია: Dubai Mall, BurJuman, Deira City Centre, Mercato Shopping Mall, Wafi Mall, Dubai Outlet Mall...  

გასაოცარი ქვეყნის საუკეთესოდ გასაცნობად შესაფერისი დრო იანვრის თვიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ეს ის დროა, როდესაც არამხოლოდ კარგი ამინდით და ზღვის თბილი ტალღებით ისიამოვნებთ, არამედ საშუალება გექნებათ მრავალფეროვანი „shopping“-ითაც იჯეროთ გული.


ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან ,,Dubai shopping Tour’’-ის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.