თბილისი

საერთო ფართობი

726 კვ/მ 

სიმაღლე

380 - 770 m (2,526 ft)

მოსახლეობა (2002)

1,152,500

დროის სარტყელი

UTC+4

თბილისი საქართველოს დედაქალაქი მე-5 საუკუნიდანაა. კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სვაჭრო/სატრანსპორტო ცენტრის პოზიცია უჭირავს მისი სტრატეგიული მდებარეობით.

თბილისის მოსახლეობა მუდამ მრავალფეროვანი იყო. ქართველების გვერდით ქალაქში მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. სწორედ ამიტომ თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის სადაც მეჩეთს, სინაგოგასა და ეკლესიას გვერდი-გვერდ იხილავთ.

თბილისის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია მთაწმინდა, მეტეხის ტაძარი, რომელიც კლდის ქვერზე დგას და მდინარე მტიკვარს გადაჰყურებს, ნარიყალა - ციხე-გალავნის ნაშთი, სიონის ტაძარი, ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები, მეცნიერებისა და ხელოვნების მუზეუმები და მრავალი სხვა.