შიდა ქართლი

ქალაქი

გორი, კასპი, ქარელი, ჯავა, ხაშური

ადმ. ერთეული

1 ქალაქი, 5 რეგიონი

საერთო ფართობი

6,200 კვ/მ

მოსახლეობა (2002)

314 000

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში. ამჯამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს.

ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, მდებარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობა, რომელიც 17 წელია დე ფაქტო აკონტროლებს რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს, 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო რუსეთის ფედერაციამ. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს რეგიონის დამოუკიდებლობას და იგი მიიჩნევა საქართველოს რეგიონის შიდა ქართლის ნაწილად.