მცხეთა-მთიანეთი

ქალაქი

მცხეთა, დუშეთი

ადმ. ერთეული

5 მუნიციპალიტეტი

საერთო ფართობი

6,785 კვ/მ

მოსახლეობა (2002)

125 443

მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები. საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში.

მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, ანანურის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი, შიომღვიმის მონასტერი, შატილი (ძეგლი), გერგეთის სამება.