გურია

ქალაქი

ლანჩხუთი, ოზურგეთი

ადმ. ერთეული

3 მუნიციპალიტეტი

საერთო ფართობი

2,030,1 კვ/მ

მოსახლეობა (2002)

139 800


გურია - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დასახლებულია ძირითადად გურულებით. მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ნაბეღლავში, ნასაკირალში, ზოტში, მაგნეტიტიანი ქვიშები ურეკსა და შეკვეთილში. მხარის ტერიტორიაზე მოიპოვება ბენტონიტური თიხები მთისპირში, ზემო მაკვანეთში, ტორფი მალთაყვაში, გრიგოლეთსა და სუფსაში.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს  ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, ლიხაურის ეკლესია, ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია, ჯიხეთის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ასკანის ციხე, აჭის ეკლესია.