სამეგრელო-ზემო სვანეთი

ქალაქი

აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, 
ფოთი,წალენჯიხა, ჯვარი

ადმ. ერთეული

1 ქალაქი, 8  მუნიციპალიტეტი

საერთო ფართობი

7441 კვ/მ

მოსახლეობა (2002)

466 000


სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე - მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში შედის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტები.

ამ მხარის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები, მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი.