საფრანგეთი

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა. მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ქვეყნის ცნობილი ტურისტული ქალაქებია: პარიზი, კანი, ნიცა, სან-ტროპე, ანტიბი, მონაკო, მენტონი.

პარიზი
პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი, პარიზის ღვთვისმშობლის ტაძარი, დ’ორსეს სადგური, ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს.
პარიზში იმართება უმაღლესი დონის სამოდელო ჩვენებები, აქ მაღალი მოდა უკავშირდება ისეთი მოდელიორებისა და დიზაინერების სახელებს, როგორიცაა ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პიერ კარდენი და სხვები. მათი ატელიეები დღეს მსოფლიო სამოდელო სახლებადაა ქცეული. პარფიუმერია, გალანტერეა და სხვადასხვა ხელოსნის საიუველირო ნაკეთობები სამოდელო სახლებთან ერთად შეადგენს დიდი “ლუქსის ინდუსტრიას”.

 ნიცა
საფრანგეთში სიდიდით მეხუთე ქალაქია. აქ რბილი და სასიამოვნო კლიმატია, ზამთარში ტემპერატურა არ ეცემა +10 გრადუსზე ქვემოთ და ზაფხულში არ აღემატება + 25 გრადუსს. ცენტრად ითვლება მასენას მოედანი, აღმოსავლეთით განთავსებულია ქალაქის ძველი ნაწილი, ხოლო დასავლეთით ახალი.
ნიცის გულია ცენტრალური სანაპირო ზოლი Promenade des Anglais. ნიციდან დასავლეთით (კანი, ანტიბი, ჟუან-ლე-პენი სენ-ტროპე) გადაჭიმულია ქვიშიანი პლიაჟები, თვითონ ნიცაში და აღმოსავლეთით მონაკოში, იტალიის საზღვრებამდე სანაპიროები კენჭიანია. თითქმის ყველა პლაჟი ფასიანია, სასტურმოები როგორც წესი თავის დამსვენებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ. ფასში შედის შეზლონგით, ქოლგით, მატრასით და დუშით სარგებლობა. 

ანი
ნიციდან 30 კმ-ში მდებარეობს ფესტივალების ქალაქი კანი. კლიმატი კანში რბილი და მშრალია. უახლოესი აეროპორტი არის ნიცაში. კანში ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია ფესტივალების სასახლე ვარსკვლავების ხეივნით, სადაც ცნობილი ხელოვნები თავიანთ ხელის ანაბეჭდებს ტოვებენ. კანის თითქმის ყველა პლიაჟი ფასიანია, თუმცა ფესტივალების სასახლესთან მდებარეობს საზოგადოებრივი პლიაჟი სადაც შესვლა უფასოა. სასეირნოდ კანში ყველაზე პოპულარული ადგილია კრუაზეტის ბულვარი მასზე გაშენებული ფეშენებელური სასტუმროებით და ვილებით, ბუტიკებით და გალერეებით. 

წმინდა მარგარიტას კუნძული - კანიდან 15 წუთის მანძილზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტით - საბორნე კატარღით, რომელიც კანის პორტიდან ყოველ 30წუთში გადის. ეს კუნძული უნიკალურია იმით, რომ  მასზე მდებარეობს ის ციხე, რომელშიც ლეგენდის მიხედვით ,,ადამიანი რკინის ნიღაბში“ სიცოცხლის ბოლომდე იჯდა. ამჟამად ეს ციხე მუზეუმად არის ქცეული და დამთვალიერებელს შეუძლია იმ საკნის ნახვა რომელშიც ,,ადამიანი რკინის ნიღაბში“ ცხოვრობდა. წმინდა მარგარიტას კუნძული დამსვენებლების კომფორტზე არის გათვლილი, რადგან მასზე მდებარეობს უამრავი კაფე-ბარები, რესტორნები, და რაც მთავარია შეგიძლიათ დატკბეთ კუნძულის ულამაზესი ბუნებით და  სანაპიროთი.

წმინდა ჰონორატის კუნძული კანიდან 30 წუთის მანძილზეა  საზოგადოებრივი ტრანსპორტით - საბორნე კატარღით, რომელიც კანის პორტიდან ყოველ 1 საათში ერთხელ გადის. კუნძული უნიკალური დასასვენებელი ადგილია, სადაც საკმაოდ მშვიდი გარემოა, ტურისტებს შეუძლიათ კუნძულის სპეციალურ ადგილებში მოაწყონ პიკნიკი, იცურაონ და გაირუჯონ  ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და დაათვალიერონ მე-5 საუკუნეში აგებული მონასტერი.  


მონაკო
  დამოუკიდებელი ჯუჯა-სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-ცენტრალურ სანაპიროზე, ნიცადან 18 კმ-ში მდებარეობს.  მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი. ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი, ულამაზესი ხედი ხმელთაშუა ზღვაზე და მონაკოს ოკეანოგრაფიული მუზეუმი. მონტე კარლოში 1929 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს, ტარდება გრანდ პრი. (ფორმულა ერთი).

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან საფრანგეთში ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.