ინგლისი

ვინც მოგზაურობის მოყვარულია, მათთვის საინტერესო იქნება სანაპიროების, მთების, საინტერესო და ლამაზი ადგილების მონახულება, ისეთის როგორიც ინგლისია - გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი, რომელსაც ყოველწლიურად 24 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. 

ლონდონში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელოვნების გალერეა, მოინახულოთ უამრავი მუზეუმი, ისტორიული ღირშესანიშნაობები, ასევე გაეცნოთ ღამის ლონდონს ან გაერთოთ სხვა ტურისტული სანახაობებით, როგორიცაა ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, ტრეფელგარის მოედანი, ლონდონის თვალი, ლონდონის ზოოპარკი, ჩარლზ დიკენსის  და მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმი.

ისტორიული 
ან კულტურული  ღირშესანიშნაობებიდან ყველაზე პოპულარული ბუკინგემის სასახლეა, რომელიც დღესაც სამეფო ოჯახის რეზიდენციაა. ტურისტს შეუძლია დაესწროს მცველების შეცვლის ცერემონიალს, ხოლო ზაფხულის თვეებში სასახლის ზოგიერთი დარბაზი ღიაა ტურისტთათვის. აუცილებელი სანახავია ლონდონის თაუერი და თაუერის ხიდი, რომელიც ტურისტებს ხშირად ლონდონის ხიდში ერევათ.

მანჩესტერი - კულტურის, სპორტის და ღამის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი ინგლისში. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი მუნიციპალური ბიბლიოთეკა, სამეფო გაცვლითი თეატრი, რომელიც მსოფლიოს უამრავ თეატრს მასპინძლობს, მანჩესტერ იუნაიტედის სახლი - Old Trafford სტადიონი და რაღა თქმა უნდა მანჩესტერის მსოფლიოში ცნობილი ღამის კლუბები - Northern Quarter, Deansgate and Castle ield.

დიდი ქალაქების გარდა ტურისტების ყურადღება ინგლისის საზღვაო კურორტებზე და სანაპიროებზე ჩერდება, მათგან ყველაზე ცნობილია Blackpool Pleasure Beach, The English Riviera, Fistral Beach, West Bay, Hayling Island, Purdle Door და სხვა.

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან ინგლისის ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებები
თ.