იტალია

იტალია უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი საზღვაო და სათხილამურო კურორტები გააჩნია, მაგრამ ტურისტების სიმრავლით იტალიის ყველაზე ცნობილი ქალაქები - რომი, ფლორენცია, ვენეცია და მილანი გამოირჩევა.

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია - რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს, რომი მრავალი წელია რაც თავისთან უამრავ ტურისტს იზიდავს და დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ და რომანტიულ ქალაქად. კოლიზეუმი, პანთეონის ტაძარი, ტრაიანეს ბაზარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი და ტრევის ფანტანი, ამიტომაც, რომში ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის. მსოფლიოში არ არის ქალაქი, რომელიც თავისი ისტორიული და მხატვრული ფასეულობებით ჭარბობდეს  რომს.

ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. იგი არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი ურიცხვი მუზეუმებით. მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევენ. 1865-დან 1870-მდე კი იტალიის სამეფო დედაქალაქსაც  წარმოადგენდა.

თუკი იტალიაში გამგზავებას გადაწყვეტთ ვენეცია აუცილებლად უნდა მოინახულოთ.  ვენეციაში ყველაფერი დიდი ხნის წინ  ააშენეს და აქ 21-ე საუკუნიის შენობებს  ვერსად ნახავთ.  ერთადერთი გამონაკლისი რკინიგზის სადგურია.  ვენეცია თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო ქალაქია. უამრავი რომანტიკული ადგილებით. აქ თქვენ მოინახულებთ ულამაზეს პალაცო დუკალეს. კა რეცონიკოსის სასახლეს,  სან მარკოს ბაზილიკას, ლაგუნას, წმინდა მარკოსა და სან მარინოს მოედნებს. გაისეირნებთ გონდოლით და მოინახულებთ რეალტოს ხიდს.  დღეს, ისევე როგორც წარსულში, ვენეციაში შეგიძლიათ უამრავი ნიღბის, მსოფლიოში განთქმული მურანოს შუშის კრისტალებისა და  ხელით მოქარგული ქსოვილების შეძენა. ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: "ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის ქალაქი", "ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქალაქი " და "არხების ქალაქი".

მილანი.  ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება.მილანის ცენტრად ითვლება დუომოს მოედანი სასახლით, ტრიუმფალური არკით და გოთური საკათედრო ტაძრით. ამ მიდამოებში მდებარეობს ლა სკალას თეატრიც.

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან იტალიაში ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.