ესპანეთი

ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო მდიდარია თავისი ისტორიული საიდუმლოებებით და უძველესი ტრადიციებით, საუკეთესო სანაპიროებით და კუნძულებით, საუკეთესოა დასვენებისა და გართობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

მადრიდი - ესპანეთის დედაქალაქი და კონტინენტის მე-4 ქალაქია ტურისტების სიმრავლით. ქალაქის დახვეწილი და ულამაზესი არქიტექტურა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მის ბევრ ისტორიულ უბნებსა და ქუჩებში დაგეუფლებათ სიძველის შეგრძნება. ტურისტული ღირშესანიშნაობებიდან გამოირჩევა მადრიდის სამეფო  სასახლე, სამეფო თეატრი, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა, არქეოლოგიური და ხელოვნების მუზეუმები (Prado Museum, Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía, Thyssen-Bornemisza Museum), მადრიდის აქტიური ღამის ცხოვრება და ხელსაყრელი საშოპინგე გარემო, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რითაც მადრიდი ხიბლავს მის დამთვალიერებელს.

შესანიშნავი პლიაჟები, სასიამოვნო კლიმატი, სასტუმროების ფართო არჩევანი, საინტერესო საექსკურსიო ზონა, დასვენებისათვის საუკეთესო პირობები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი მუზეუმები ღია ცის ქვეშ – ეს ბარსელონაა! როგორც მშვიდი დასვენების, ისე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილი.
ბარსელონაში არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე სხვადასხვა ეპოქის უამრავი ძეგლია. არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებებიდან უმეტესობა სწორედ ბარსელონაშია თავმოყრილი. გამორჩეულია საგრადა დე ფამილია და გრასის მოედანზე მდებარე "კასა მილა",  "კასა ბატლო".  ქალაქის დასავლეთითაა გაუდის მიერ შქმნილი "გუელის პარკი". აღსანიშნავია პიკასოს მუზეუმი, ნოუკამპის სტადიონი და ბარსელონეტას პლიაჟი მხიარული  და ცეცხლოვანი გართობით.

ვალენსია - მოსახლეობით მესამე ქალაქია ესპანეთში მადრიდისა და ბარსელონას შემდეგ. ქვიშიანი პლიაჟები და თბილი კლიმატი სასიამოვნოს ხდის თქვენს დასვენებას. Llotja de la Seda და სანტიაგო კალატრავას მიერ დაპროექტებული City of Arts and Sciences აუცილებელი სანახავია ვალენსიაში.


იბიცა - საერთაშორისო და ერთ-ერთი ძვირადღირებული კურორტი. განსაკუთრებით ცნობილია ღამის ცხოვრებით, მრავალრიცხოვანი კლუბებით. საკულტო ადგილი ელექტრონული მუსიკის მოყვარული ახალგაზრდებისთვის მთელ მსოფლიოში. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლიაჟები და საოცრად ლამაზი წყალქვეშა სამყარო, რის გამოც აქ დაივინგი საკმაოდ განვითარებულია. იბიცას კლუბების შემდაგენლობაში შედის: Eden, Es Paradis, Pacha, Bora Bora, Privilege, Gala Night, Martina.

მალიორკა - ყოველწლიურად  ტურისტებს სთავაზობს ახალ-ახალ, სულ უფრო კომფორტულ საშუალებებს დაუვიწყარი შვებულების გასატარებლად. ზღვისპირა სასტუმროები შესანიშნავი ქვიშიანი სანაპიროებით განკუთვნილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, აგრეთვე დროსტარებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. ახალდაქორწინებულებისთვის და ბავშვიანი ოჯახებისთვის საუკეთესოა ისეთი მყუდრო, წყნარი კურორტები როგორიცაა კალა-დორ, სანტა-პონსა, ჰაგუერა და კან-პასტილია. მათ კი ვისაც უყვარს ხმაურიანი, მხიარული დასვენება უმჯობესია აირჩიონ ერთ-ერთი პირველი ტურისტული ზონა მალიორკაზე არენალი ან მეგალუფი, რომლებიც წარმოადგენენ ხმაურიან, შედარებით იაფ ახალგაზრდულ კურორტებს. მეგალუფში მდებარეობს ყველაზე ცნობილი დისკოტეკა მალიორკაზე- BMC Planet Dance.  

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან ესპანეთში ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.