ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკა - მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში - დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის პრაღა, თავისი თანამედროვე დასავლური სტილით ბაროკოს და არტ ნიუს არქიტექტურით, შუა საუკუნოვანი სასახლეებით. ეს არის ქვეყანა ტურისტებისათვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კულტურას და არა სტილს და ფუფუნებას. 

პრაღა მსოფლიოში მეექვსე ქალაქია ლონდონის, პარიზის, რომის, მადრიდის და ბერლინის შემდეგ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები. იგი მდებარეობს ცენტრალურ ბოჰემიაში, მდინარე ვლტავაზე. 1100 წელზე მეტია რაც პრაღა წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს. 1992 წლიდან პრაღის ცენტრი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

დასათვალიერებელი ღირშესანიშნაობები:
ახალი და ძველი პრაღა - ვლაცლავის მოედანი, გაველის ბაზარი. სტატოვის თეატრი, პრშიკოპის ქუჩა, ცელენტის ქუჩა, უნგელტი (ვაჭართა ეზო), ღვთისმშობლის ტაძარი, წმინდა იაკობის ტაძარი, სტარომესტის მოედანი, პარიზის ქუჩა, ევროპული კვარტალი, მანესის ხიდი, კარლოვის ხიდი, კარლოვის ქუჩა (მეფეთა გზა).
v პრაღასთან ახლოს შუშის ქარხანა - შუშის დამბერების ხელოვნებაზე დაკვირვება, ადგილობრივი ქარხნის შუშის ნაკეთობების მაღაზია
ჩეხური შტერნბერკი და ვიშნეგრადის ციხესიმაგრე - მეფეთა და დიპლომატთა საცხოვრებელი სასახლეები.
v ექსკურსია კარლოვი ვარში - ცნობილი მინერალური წყლების კურორტი პრაღიდან 1 საათის სავალზე + ბეხეროვსკის მუზეუმი. 

ექსკურსია კუნტა გორაზე - იუნესკოს ძეგლი - შუასაუკუნეების ვერცხლის მოსაპოვებელი ცენტრი, წმინდა ბარბარეს გოთიკური კათედრალური ეკლესია, იტალიური ეზო (ყოფილი ფულის სამეფო ეზო), 15 საუკუნის უნიკალური ქვის ფანტანი. სელდეცი - უნიკალური ადგილი მსოფლიოში - ძვლებისა და თავისქალების საცავი.
v ექსკურსია პილზნერის ლუდის ქარხანაში + კონეპრუს გამოქვაბულები.
v ექსკურსია კარლშტეინის სასახლეში - პრაღიდან 38 კმ-ში იმპერატორ კარლ მე-4-ის საგანძური და ძველებური დოკუმენტების საცავი 

კონოპიშტეს სასახლე - მე-14-ე საუკუნის ფრანც ფერდინანდის ყოფილი სასახლე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული იარაღის კოლექცია, სანადირო ნადავლის, სურათებისა და ქანდაკებების კოლექცია.

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.