ჰოლანდია

თუ თავბრუდამხვევი გართობის მოყვარული ხართ თქვენ  გელით ნიდერლანდების უმშვენიერესი დედაქალაქი - ამსტერდამი, რომელსაც მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელი ყავს.

ჰოლანდიის დედაქალაქში უამრავი ადამიანი ჩადის არამხოლოდ წითელი ლამპიონების უბნის დასათვალიერებლად და მარიხუანას კაფე-შოპებში შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ იმოგზაუროს არხებზე და მოინახულოს მრავალი (ათასზე მეტი) ტრადიციული და უჩვეულო მუზეუმი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. ამსტერდამში აუცილებელი სანახაობებიდან გამოირჩევა: ცნობილი ფერმწერის ვან გოგის მუზეუმი, მუზეუმი რიჟკი, სადაც რემბრანტის ორიგინალებია დაცული, სამეფო სასახლე, ეროვნული მუზეუმი, მადამ ტუსოს ცვილის ქანდაკებების მუზეუმი, ანნა ფრანკის სახლი, სადაც დაცულია ანნა ფრანკის დღიური. ამ სახლში ნათლად იგრძნობთ რა გამოიარეს ებრაელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. სექსის მუზეუმი მე-17 საუკუნიდან დღემდე შეგროვებულ ექსპონატებს მოიცავს, რაც თავად მუზეუმის მფლობელებმა შეაგროვეს. ამსტერდამში მოგზაურობისას აუცილებლად გაისეირნეთ ნავით. სანაოსნო მარშრუტით მე-17 საუკუნეში აგებული სახლებისა და ეკლესიების მონახულებას შეძლებთ. აუცილებლად ესტუმრეთ მსოფლიოში ცნობილ ალმასების ქარხანას და თქვენი თვალით ნახეთ ალმასის დამუშავებისა და მისი ბრილიანტად ქცევის  პროცესი. აღსანიშნავია ამსტერდამის ყინულის კაფე-ბარი - xtracold lounge -
სადაც ყველაფერი ყინულისგან არის გაკეთებული.

ყველაზე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა კი მოინახულეთ წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები.

ტიტები და სხვა ყვავილები
- ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჰოლანდია უჩვეულო ყვავილების ქვეყანაა, სადაც განსაკუთრებული ადგილი ტიტას უჭირავს. ჰოლანდიას სხვაგვარად ტიტების ქვეყანასაც უწოდებენ. ჰოლანდიის ყველა ქალაქში გახსნილია მდიდრული ყვავილების ბაზარი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ მუშაობს. ჰოლანდიელებმა ყვავილებისგან ნამდვილი კულტი შექმნეს. წელიწადის ნებისმიერ დროს სახლების უმრავლესობაში თქვენ ნახავთ ახლადდაკრეფილ ვარდს ან ტიტას.

აიღეთ ტური ამსტერდამის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის  (Amsterdam Arena
) სანახავად. თქვენ მოინახულებთ საფეხბურთო კლუბ - Ajax-ის მიერ მოპოვებული ჯილდოების მუზეუმს, საკონფერენციო და კლუბის მეპატრონეების სათათბირო დარბაზებს, გაეცნობით უსაფრთხოების წესებს და რა თქმა უნდა შესაძლებლობა მოგეცემათ მინდორზე შესვლის.

მოინახულოთ ამსტერდამი ,,Lucky Tour”-ის დახმარებით და აღმოაჩინეთ ამ ულამაზესი ქალაქის საიდუმლოებები.