საბერძნეთი

როდესმე გიოცნებიათ გემოგზაურათ მითების სამშობლო - საბერძნეთში? ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. თქვენ მოხვდებით უძველესი ცივილიზაციის, ულამაზესი სანაპიროების და უამრავი კუნძულების მქონე ქვეყანაში, რომლის სანაპირო ზოლი დაახლოებით 16 000 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს დაახლოებით 6000 კუნძულს.

ათენი - ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პანთეონი — დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი, ეროვნული არქეოლოგიური და ბიზანტიური მუზეუმები; დიოგენეს შუქურა, ქარების კოშკი, ადრიანას თაღი, პოსეიდონის ტაძარი და კიდევ უამრავი სანახაობა, რითაც ათენი იზიდავს ტურისტებს.

სალონიკი - არის საბერძნეთის მეორე დიდი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური, პოლიტიკური და ინდუსტრიული ცენტრი და ცენტრალური მაკედონიის დედაქალაქი. სანახაობებიდან გამოირჩევა, წმინდა სოფიას, წმინდა ეკატერინას და წმინდა გიორგის ტაძრები, არქეოლოგიის მუზეუმი და სხვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია - ათონის მთა და მისი მონასტრები, როდოსი, იოანიტა რაინდების სასახლე და როდოსის კოლოსი, ოლიმპია


საბერძნეთი ცნობილია ურიცხვი რაოდენობის კუნძულებით, რომელთაგან 227 დასახლებულია. თუ ამ კუნძულების ბუნებრივი სილამაზით დატკბობა და ამავე დროს კომფორტული მგზავრობა გსურთ, მაშინ ყველაზე კარგი საშუალება ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემებით გასეირნებაა. ამ კრუზით ტურების ხანგრძლივობა ტურისტის სურვილზეა დამოკიდებული.

კუნძულების სიმრავლის გარდა საბერძნეთი გამოირჩევა სანაპიროების სიმრავლითაც. დასვენება შესაძლებელია საკმაოდ ორგანიზებულ პლიაჟებზე სასტუმროების დიდი არჩევანით, საჭირო ინფრასტრუქტურით და მაღალი ხარისხის მომსახურებით და ამავე დროს შეგიძლიათ ნავების საშუალებით აღმოჩნდეთ დაუსახლებელს კუნძულების უმშვენიერეს სანაპიროებზე. ყველაზე ცნობილი პლიაჟებიდან აღვნიშვნის ღირსია Balos, Sarakiniko, Navagio, Belgrina, Elafoinissos, Egremnoi, Myrtos, Finikas, Plaka, Paradise სანაპიროები. 

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. ჩვენი ფირმის კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან საბერძნეთში - მითების ქვეყანაში ტურის დაგეგმვასა და სასტუმროების დაჯავშნაში, რომ თქვენი დასვენება იყოს ნამდვილად სასიამოვნი და აღსავსე დაუვიწყარი შეგრძნებებით.