სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია"
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია" არის ახალი, თანამედროვე დიზაინის სასტუმრო თბილისში. იგი განლაგებულია ვარდების მოედანზე. სასტუმრო გთავაზობთ მაღალი დონის და 24 საათიან მომსახურებას, კომფორტულ ნომრებს ულამაზესი ხედით თბილისზე, დახურულ აუზს, კაზინოს, ბიზნეს ცენტრს.


სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი"
სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი” ფეშენებელური სასტუმროა. იგი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ გამზირზე.სასტუმრო ვიზიტორებს 5* მომსახურეობას სთავაზობს. ლამაზი და დახვეწილი ინტერიერით და ექსტერიერით. საუკეთესოა ბიზნეს შეხვედრების და ბიზნეს კომფერენციებისთვის. სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი" მოიცავს 110 სტანდარტულ ნომერს და 17ლუქსს.


სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი"
სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნაზე. სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი“ გთავაზობთ მისაღებ ფასს, კომფორტულ ნომრებს საუკეთესო ხედებით ქალაქზე და მაღალი დონის მომსახურებას. 6 სართულიანი შენობაში 118 ნომერია (116 სტანდარტული, 2 ლუქსი), სადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისათვის.სასტუმროს რესტორანში გაგიმასპინძლდებიან საერთაშორისო სამზარეულოთი და შესანიშნავი ქართული ღვინოების ნაირსახეობით.


სასტუმრო ,,Holiday Inn"
სასატუმრო “Holiday Inn" ოფიციალურად 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და მასში მთლიანად ქართული ინვესტიცია ჩაიდო- 28მილიონი დოლარი. "Holiday Inn"-ს, რომელიც სასტუმრო "აჭარის"ყოფილ შენობაში განთავსდა, 252 ნომერი, კაფეები, რესტორნები და გასართობი ცენტრები აქვს.


სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასი"
სასტუმრო'”შერატონ მეტეხი პალასი” მოხერხებულად არის განთავსებული ქალაქის შუაგულში, ის არის პირველი ინტერნაციონალური, ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. სასტუმროდან თბილისის აეროპორტი15-20 წუთის სავალზეა. იქვეა ქალაქის კულტურული და გასართობი ადგილები როგორიცაა ნარიყალას ციხე, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, ოპერა და ეროვნული მუზეუმი. სასტუმროს 140 ოთახი მორთულია მრავალფეროვანი თანამედროვე დეკორაციებითა და რბილი ავეჯით. ნომრების უმრავლესობას წინ ეშლება ქალაქის უმშვენიერესი ხედები.