სასტუმრო ,,ვეძისი"
სასტუმრო ,,ვეძისი“ გაიხსნა 2008 წლის მარტში. იგი მდებარეობს თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და პრესტიჟულ უბანში "საბურთალო"-ზე. სასტუმრო 5 სართულიანია და მოიცავს 15 კეთილმოწყობილ ნომერს (5 ერთადგილიან და 10 ორადგილიან ნომერს), ნომრები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია ინტერნეტით, სატელიტური ტელევიზიით, ტელეფონით, მინი ბარით, კონდიციონერით.


სასტუმრო ,,ამბასადორი"
სასტუმრო ,,ამბასადორი“ გახლავ 4/5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განლაგებულია თბილისის ისტორიულ ცენტრში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასა და მარიონეტების თეატრს შორის. სასტუმროში განთავსებულია 42 ნომერი პრეზიდენტის ნომრის ჩათვლით, არის ინდივიდუალურად მოწყობილი და კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციით.


სასტუმრო ,,კოპალა"
სასტუმრო ,,კოპალა“ მდებარეობს ძველ თბილისში. სასტუმრო გარშემორტყმულია ციხე-სიმაგრეებით და სხვა ისტორიული ღირშესანიშნაობებით. თითოეულ ოთახს აქვს უმშვენიერესი ხედი ქალაქის ისტორიულ ადგილზე. თქვენს განკარგულებაშია საკონფერენციო დარბაზი და ''კოპალას'' რესტორანი, სადა შესაძლებლობა გექნებათ გასინჯოთ ქართველი მეღვინეების მიერ დამზადებული საუკეთესო ღვინოები და დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები.


სასტუმრო ,,ბაზალეთი პალასი"
სასტუმრო ,,ბაზალეთი პალასი“ 4 ვარსკვლავიანი ბიზნეს ტიპის სასტუმროა. აქ 107 ნომერია. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე (შვედური სუფრა). სასტუმროში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ მასაჟის ოთახის მომსახურებით, სატრენაჟორო დარბაზით, 2 საკონფერენციო დარბაზით და 1 შეხვედრების ოთახით. ასევე ბიზნეს ცენტრი აღჭურვილია ყველა სათანადო ტექნიკური პარამეტრებით.


სასტუმრო ,,კრუიზი"
სასტუმრო ,,კრუიზი“ მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. შენობის ორიგინალური დიზაინი სტუმრებს უქმნის ზღვაში მოცურავე გემის შთაბეჭდილებას. სასტუმროში არსებული რესტორნები, სკონფერენციო დარბაზი, სპორტული კლუბები ქმნის სრულ კომფორტს სხვადასხვა მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის. სასტუმროში არის 25 ორადგილიანი და 10 ერთადგილიანი ნომერი.


სასტუმრო ,,ვერე პალასი"
სასტუმრო ,,ვერე პალასი” მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, ფიქრის გორაზე, რუსთაველის გამზირიდან სულ რაღაც 1 კმ-ს დაშორებით. როგორც მაღალი კლასის სასტუმრო, იგი გამოირჩევა კლასიკური სტილითა და დახვეწილი მომსახურებით. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში.


სასტუმრო ,,ბეტსი“
სასტუმრო ,,ბეტსი“ გადაჰყურებს თბილისის ცენტრალურ უბნებს. მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯია სასტუმროდან რუსთაველის ქუჩამდე. გარემო სასტუმროში მშვიდია, მყუდრო და კომფორტული. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს ფანჯრები ქალაქის, აუზის ან მთაწმინდის ხედებით. სასტუმროს აქვს 57 ულამაზესი ოთახი, (12 კომპლექტი და 45 რეგულარული ნომერი), ერთი თაფლობისთვის კომპლექტი ჯაკუზით ...


სასტუმრო ,,სითი“

სასტუმრო ,,სითი“ არის ახალი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში. სასტუმროდან ახლოს არის თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მუზეუმები, თეატრები, ოპერა... სასტუმრო გთავაზობთ 16 კომფორტულ ნომერს ...



სასტუმრო ,,ძველი თბილისი“

სასტუმრო ,,ძველი თბილისი“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე. სასტუმრო გადაჰყურებს ნარიყალას ციხეს. სასტუმროში არის 24 ნომერი და 7 ლუქსი, საკონფერენციო დარბაზები. აქ არის ქართული რესტორანი, რომელიც 120 კაცზეა გათვლილი. სასტუმრო ,,ძველი თბილისი“ არის საუკეთესო ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის და კონფერეციებისთვის ...