სასტუმრო ,,ZP"
სასტუმრო ,,ZP” მდებარეობს თბილისის ძველ, ისტორიულ უბანში, საიდანაც რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ თბილისის ცენტრალურ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, შარდენის და ერეკლე II-ს ქუჩებზე. სასტუმროდან ქალაქის ისტორიულ ნაწილებზე იშლება მშვენიერი ხედი, სასტუმროს აივნიდან 13 ეკლესია მოჩანს, საკმარისია 3 წუთი იმისათვის რომ მოხვდეთ მართმადიდებლურ ტაძრებში, ასევე მეჩეთსა და სინაგოგაში.


სასტუმრო ,,ძველი მეტეხი"
სასტუმრო ,,ძველი მეტეხი“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე. იგი გადაჰყურებს უძველეს ეკლესიებს და ცნობილ ციხე-სიმაგრეს - ნარიყალას. სასტუმრო კომფორტულია საქმიანი ადამინაებისათვის. სასტუმროში 15 კომფორტული ნომერი, ღია ვერანდა და 40 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზია.


სასტუმრო ,,სტამბული"
სასტუმრო სტამბული მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, აღმაშენებლის გამზირზე. იგი შესანიშნავად ერწყმის თავისი არქიტექტურით და დიზაინით ძველ ისტორიულ შენობებს. სასტუმროში 16 კომფორტულად მოწყობილი ნომერია.


სასტუმრო ,,KMM"
სასტუმრო მდებარეობს თბილისის ულამაზეს და უძველეს უბანში - ავლაბარში, რაც შესაძლებლობას იძლევა მისგან მოკლე მანძილით დაშორებული ისტორიული ადგილების, მუზეუმების, გალერეებისა და კაფე-ბარების მონახულებას.


სასტუმრო ,,დ'პლაზა"
2008 წელს სასტუმრო ,,დ-პლაზა“-მ ფართოდ გაუღო კარი საზოგადოებას. მისი ადგილმდებარეობა იდეალურია თბილისში საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით ჩამოსული სტუმრისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი,რომ სტუმარმა ნაყოფიერად იმუშაოს და დაისვენოს.


სასტუმრო ,,ვილა მთიები"
სასტუმრო ,,ვილა მთიები“ მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმროს დიზაინი უნიკალური შერწყმაა ეროვნულისა და ევროპული სტანდარტების. სასტუმროს რესტავრაციაში გამოყენებულია ქვის, ხის და მარმარილოს უნიკალური მასალები.სასტუმრო 2 სართულიანია, 4 ერთადგილიანი, 4 ორადგილიანი ნომერი, 1 ლუქსი და საკონფერენციო დარბაზი გააჩნია.


სასტუმრო ,,ილიანი"
თბილისის ცენტრში, ვერის უბანში, ფიქრის გორაზე, უაღრესად საინტერესო არქიტექტურულ შენობაში, განთავსებულია7 სართულიანი, კომფორტული, მაღალი კლასის სასტუმრო ილიანი. სულ რაღაც 200 მეტრი და თქვენ აღმოჩნდებით რუსთაველის გამზირზე, სადაც კონცენტრირებულია დედაქალაქის საქმიანი და კულტურული ცხოვრება.


სასტუმრო ,,შარდენი"
სასტუმრო ”შარდენი” მდებარეობს თბილისის უძველეს ისტორიულ კულტურულ ცენტრში. აქედან იწყება ტურისტული ბილიკი ”ნარიყალასკენ”, გარშემო მდებარეობს უამრავი ეკლესია, აგრეთვე სინაგოგა, მეჩეთი. აქვეა ცნობილი შარდენის ქუჩა. სასტუმრო ახლოსაა რუსთაველის პროსპექტთან, თავისუფლების მოდეანთან, მუზეუმებთან და თეატრებთან.


სასტუმრო ,,ასტორია"
სასტუმრო "ასტორია" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სასტუმრო გარემოცულია ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლებით, გალერეებით, მუზეუმებით, ძველი თბილისის თვალსაჩინო ადგილებით, თეატრებით და კულტურული სანახაობებით.


სასტუმრო ,,პენტჰაუსი“
სასტუმრო,,პენტჰაუსი“ მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში - ავლაბარში, მეტეხის ქუჩის 12 ნომერში, მეოთხე, ბოლო სართულზე. სასტუმროში 14 ნომერია, მათ შორის: 4 ლუქსი და დანარჩენი 1 და 2 ადგილიანი ნომრები. ოთახები ...


სასტუმრო ,,პონტო“
სასტუმრო ,,პონტო“ მდებარეობს ავლაბარსი, მეტეხის ეკლესიასთან ახლოს, მყუდრო და წყნარ ადგილას. სასტუმრო 3 სართულიანია, სტუმრების განკარგულებაშია 8 კეთილმოწყობილი ნომერი კომფორტული ავეჯით ...

სასტუმრო GTM
სასტუმრო GTM 4 სართულიანია და გააჩნია 32 ნომერი, მათ შორის 5 ლუქსია. იგი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ავლაბარში (ძველი კალო უბანში) ...