სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“
სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“ 1939 წელს აშენებული 5 სართულიანი შენობაა, რომელიც დააპროექტა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა შჩუსევმა. სასტუმროს ადგილზე მდებარეობდა უნიკალური წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართმადიდებლური ტაძარი, დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო ახალ შენობას სასტუმრო ,,ინტურისტს”.


სასტუმრო ,,გალოგრე"
სასტუმრო ,,გალოგრეს" ორი შენობა აგებულია ძველი ბათუმის ცენტრში, მდებარეობს ვახტანგ გორგასალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის. ეზო ემიჯნება და საკუთარი გასასვლელი აქვს"პიაცა"-ს მოედანზე. ტერასებიდან იშლება ბათუმის ზღვის უბისა და ირგვლივ მდებარე მთების არაჩვეულებრივი ხედები.


სასტუმრო ,,ალიკი”
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.


სასტუმრო ,,სანაპირო”
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,სანაპირო” 2009 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს ბიზნესმენებისა და ტურისტებისათვის. სასტუმრო -ზღვის სანაპირო ზოლიდან 20 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან - 4 კილომეტრის, ხოლო აეროპორტიდან 10კმ-ის დაშორებით მდებარეობს.


სასტუმრო ,,თანამგზავრი“
სასტუმრო ,,თანამგზავრი“ სულ რაღაც 3 კმ-ით არის დაშორებული აჭარის დედაქალაქ ბათუმიდან და ზღვის დონიდან 200 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. სასტუმროს კომპლექსი ბათუმ გორაზეა განლაგებული საიდანაც ქალაქ ბათუმის შესანიშნავი ხედი იშლება.


სასტუმრო ,,ერა პალასი"
თუ თქვენ ბათუმში დასვენება ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, სასტუმრო ,,ერა პალასი" საუკეთესო არჩევანია. 8სართულიანი სასტუმრო, 4 სახის კომფორტული 39 ნომრით, განთავსებულია ქალაქის შუაგულში, ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე,