თურქეთი

თურქეთში ტურიზმი დამყარებულია ძირითადად ისტორიულ ადგილებზე, ზღვისპირა კურორტებზე, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის პირა სანაპიროებზე. 2002-2005 წლებში ტურისტების რაოდენობამ 12.8 მილიონიდან 21.2 მილიონამდე მოიმატა, რამაც თურქეთი ტურისტული თვალსაზრისით საუკეთესო ათეულში შეიყვანა. 

 

სტამბული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. ის არის ყველაზე დიდი ქალაქი და საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. აქ არის სულთან აჰმედის მეჩეთი (ლურჯი მეჩეთი), აია სოფია, ტოპკაპის სასახლე, გალატას კოშკი და ა.შ. სტამბულში ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი “Istanbul Cevahir Mall”, რომელიც მსოფლიოს 7 უდიდეს სავაჭრო ცენტრს შორისაა.  სტამბული თავისთავში აერთიანებს აღმოსავლური კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის მიღწევებს. ქალაქი სავსეა გუმბათებითა და მინარეთებით. აქ ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური ბაზრების გამყიდველთა გადაძახილი, ნაირნაირი საკმაზებისა და ჩაის სურნელება, საიუველირო ნაწარმი, ნოხები, ტყავის ქურთუკები და მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დასახელების საქონელი.
    

ანკარა თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია  სტამბულისშემდეგ.  ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო. ეს არის ძალიან ძველი ქალაქი, სადაც ბევრია კულტურულ-მატერიალური ძეგლები, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს. ქალაქში ბევრია ბარები და რესტორნები, რომლებშიც ძირითადად თურქულ კერძებს მოგართმევენ. არის ასევე რესტორნები, სადაც მხოლოდ ევროპული კერძებია. ქალაქში ბევრია ისტორიული ღირსშესანიშნაობები-მუსტაფა ქემალ ათა თურქის მავზოლეუმი, ალადინის მეჩეთი, საჯიბაირამის მეჩეთი, რომისა და ავგუსტინის ტაძარი. ძველი ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმი - არსლან ხანში. მოკლედ, ეს არის კონტრასტების ქალაქი, რომლიც მონახულება აუცილებელია. 

კაბადოკია, რომელიც "ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს" და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. ქართველი პილიგრიმებისთვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა. საიდანაც არ უნდა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა თურქეთში-სტამბულიდან, იზმირიდან თუ ანტალიიდან აუცილებლად გამონახეთ დრო და მოინახულეთ ანატოლია, რომლის ერთ-ერთი რეგიონია კაბადოკია - დედამიწის უბრწყინვალესი ადგილი.  ვულკანური ამოფრქვევებისა და ხანგრძლივი ევოლუციური გარდაქმნების შედეგად კაბადოკიაში მრავლად აღმოცენდა ბუნების საოცრებანი: ულამაზესი მთები, უცნაური მოყვანილობის მინდორ-ველები, კლდეების იმდენად საოცარი ფორმები, რომ ადამიანს დაუჯერებლად ეჩვენება მათი ბუნებრივი წარმოშობა - კონუსები, პირამიდები, სოკოები... კაბადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ. ეს ქრისტიანობამდელი დასახლებაა, რომელიც მერე ქრისტიანების თავშესაფარად იქცა. აქ უამრავი გვირაბია. კაბადოკიის უცნაური ლანდშაფტები ყოველთვის იყო ადამიანების ყურადღების ცენტრში.
თურქეთის საზღვაო კურორტების უმრავლესობა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ნაწილშია, რომელსაც ჰქვია თურქული რივიერა. იგი ძალიან  მდიდარია თავისი არქეოლოგიური ფასეულობებითა და ბუნებრივი სილამაზით. ეს ის ადგილია, სადაც ზღვა, მზე, ისტორია და ბუნება ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული. 

 
ანტალია - თურქეთის ყველაზე პოპულარული კურორტი,  ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი! ულამაზესი სანაპირო, ლაჟვარდოვანი ზღვა, კომფორტაბელური სასტუმროები და უმაღლესი დონის მომსახურება უამრავ ტურისტს იზიდავს. შესაფერისია ახალგაზრდებისათვის  და საოჯახო დასვენებისთვის. აქ მრავლადაა მრავალფეროვანი გასართობი ცენტრები, კლუბები და დისკოთეკები, აქვა პარკები, ფიტნეს ცენტრები, მაღაზიები, კაფეები, ბარები და რესტორნები ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად. გართობასთან ერთად ბევრი საინტერესო ობიექტის მონახულება შეიძლება: უძველესი ქალაქის კედლები, ჰადრიანეს მემორიალური ფარი, საათების კოშკი, ქესიკის მინარეთი, ივლი მინარეთი და სხვადასხვა მუზეუმები. 


ბელეკი ანტალიის გვერდით მდებარე ქალაქია, დასვენების, გართობისა და ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი თურქეთში. განიერი პლiაჟი, ანკარა წყალი და სანაპიროსთან ახლომდებარე ტყეები მდიდარი ფაუნით, ბელეკს იდეალურად წარმოაჩენს როგორც დასასვენებელ ზონას. აქ უაღრესად წყნარი და მშვიდი გარემოა. ბელეკში წელიწადში 300 დღე უღრუბლო და მზიანია. აქ ძალიან ბევრია სხვადასხვა კლუბები (გოლფის, დაივინგის და ა.შ.) იგი იდეალური ადგილია იმათთვის, ვისაც ოჯახთან ერთად სურს დასვენება. ქალაქში ბევრია კაფე, რესტორანი, დისკოთეკა, კაბარე, სუვენირების მაღაზიები და სუპერმარკეტები.  შესანიშნავი ინფრასტრუქტურა მშვენივრად ერწყმის მაღალი დონის მომსახურებასა და თურქულ სტუმართმოყვარეობას. ბელეკის სიახლოვეს განლაგებულია ნაციონალური პარკი - კეპრიულიუ კანიონი. ის კიპარისისა და ევკალიპტის ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე 574 სახეობის ენდემური მცენარე და 109 სახეობის ფრინველია. 

ქემერი თურქეთის ზღვისპირა კურორტი და მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, რომელიც ანტალიის ყურის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვაში მთების კალთებზე მდებარეობს,  ანტალიის აეროპორტიდან 43 კმ.-ში. ეს რეგიონი ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზით: ზღვა, ტყე და მთების კომბინაცია საოცარ გარემოს ქმნის იქ ჩასული ტურისტებისთვის. აქ უამრავი სასტუმროა საკუთარი აუზებით, აქვა-პარკებით და რესტორნებით, სადაც შეგიძლიათ გემრიელად დანაყრდეთ მრავალფეროვანი კერძებით. მისი სიმწვანე და კამკამა ზღვის ჰაერი საოცარ კომფორტს ქმნის იმისთვის, რომ საუკეთესოდ გაატაროდ თავისუფალი დრო. კურორტი იდეალურია იახტების და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის. ღირსშესანიშნაობებიდან  აღსანიშნავია ქემერთან ახლოს მდებარე ანტიკური ქალაქი  ოლიმპი (ჩვ.წლ-მდე მე-3 ს), წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. 
ყველაფერი ეს კი ქემერში დასვენებას სულ უფრო პოპულარულს ხდის.
                   

თურქეთის  ერთ-ერთი პოპულარული კურორტი ალანიაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა გაშენებული (ანტალიიდან 120 კმ-ში).  ეს არის ცენტრი თანამედროვე ფეშენებელური სასტუმროებით, მრავალ რიცხოვანი კაფე- ბარებით და რესტორნებით, ტრადიციული ადგილობრივი და ევროპული სამზარეულოთი. ქალაქში პატარ-პატარა მაღაზიების უამრავი რაოდენობაა, ფუნქციონირებს აქვა-პარკი სხვადასხვა გასართობებითა და ატრაქციონებით. აქ თურქეთის საუკეთესო პლაჟებია თავმოყრილი. ბოლო წლებში ალანიაში სულ უფრო პოპულარული ხდება სპორტის ექსტრემალური სახეობები: რაფტინგი, ტრეკინგი და ალპინიზმი. ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ალანიას ციხე-სიმაგრე, რომელიც მაღალ კლდეზეა აღმართული, კარსტული გამოქვაბული, ”დამლატაში”, წითელი კოშკი, ძველი ქალაქი და სხვა. 

ქალაქი სიდე მდებარეობს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ბევრ ტურისტს მიაჩნია რომ ეს არის იდეალური ადგილი აქტიური დასვენებისთვის. ღირშესანიშნაობებიდან აქ შეგიძლიათ  მოინახულოთ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები: უძველესი ამფითეატრი, ფორტუნას ტაძრის ნანგრევები, იმპერატორ ვესპანსიანეს ქანდაკება, ნეკროპოლი, არქეოლოგიური მუზეუმი და სხვა. ქალაქთან ახლოს ჩამოედინება მდინარე მანავგათი, რომელიც თავისი ულამაზესი ჩანჩქერებით ხიბლავს ტურისტებს, ხოლო არც თუ ისე დიდი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვიშიანი პლაჟები სულ უფრო და უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს სიდეში. 


ქალაქი კუშადაში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და ფრინველთა კუნძულს ნიშნავს. სწორედ ამ კუნძულზე იკეთებენ ბუდეს საუკუნეების მანძილზე წეროები, მტრედები და სხვა ფრინველები. დღეს კუშადაში თურქეთის ერთ-ერთი ზღვისპირა კურორტია, რომელიც გთავაზობთ შესანიშნავ პირობებს დაუვიწყარი დასვენებისთვის. მდებარეობს თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე 90 კმ-ით დაშორებული იზმირიდან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კუშადაშის ღამის ცხოვრება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება დღის მჩქეფარე ცხოვრებას. უამრავი კაფე, ბარი და დისკოთეკა  საშუალებას გაძლევთ გაატაროთ დაუვიწყარი ღამეები. კუშადასი ითვლება ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქალაქად, ვინაიდან ახლოსაა ისტორიულ ღირშესანიშნაობებთან როგორიცაა ეფესი, დიდიმი, პრიენა, მილეთი. ეს ისტორიული ადგილები დღესაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი დახვეწილობითა და სილამაზით.

მთელი თურქეთის ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი: პოეტები და მხატვრები, მწერლები და მუსიკოსები, ბიზნესმენები და მეცენატები - ბოდრუმში ჩამოდიან ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასასვენებლად. სწორედ ბოდრუმშია ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული დისკოთეკა ”ჰელიკარნასი”. კურორტი ერთნაირად პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე საოჯახო წყვილებში. წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ წყალქვეშა გამოქვაბულები და ზღვის რიფები. ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია როდოსელი რაინდების მიერ აგებული შუასაუკუნეობრივი წმინდა პეტრეს სასახლე, ამფითეატრი, მინოსის კარები და სხვა. 

ფიჭვის ტყეებით დაფარული მარმარისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. იგი იმითაა ცნობილი, რომ ყველაზე გრძელი 4კმ-იანი სანაპირო აქვს რესტორნებით, კაფე-ბარებითა და კლუბებით, ნაპირიდან სულ 10-15 მ-ში. ქალაქში შექმნილია მშვენიერი პირობები საიალქნო და წყლის სპორტის სახეობების მოყვარულთათვის. მარმარისი აგრეთვე კარგია ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ საზღვაო ექსკურსიების მოსაწყობად. თქვენს მიერ შერჩეული იახტით შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამხრეთ თურქეთის თვალწარმტაცი ადგილები. მარმარისის ერთ-ერთ რესტორანში აუცილებლად იგემეთ ეროვნული სამზარეულო და გასინჯეთ რაკი (ალკოჰოლური  სასმელი ანისულის სუნით) თურქულად, ანუ ყინულითა და წყლით. მარმარისის მაღაზიებში, მის აჭრელებულ ბაზრებში შეგიძლიათ შეიძინოთ მშვენიერი საქონელი ტყავისა და ზამშისაგან, სპილენძისა და ბრინჯაოს სუვენირები, თურქული ხალიჩები. ქალაქთან ძალიან ახლოსაა ზღვის გამოქვაბული და ატრაქციონი - ეგეცტიონ სეატ - რაც კატაპულტის სავარძელს ნიშნავს. ქალაქის ცენტრში მდებარე ათათურქის პარკი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს თურქეთში. მარმარისში დღემდეა შემორჩენილი სულეიმან ბრწყინვალეს მიერ მე-16 საუკუნეში აგებული ქარავან-სარაი (ციხე-სიმაგრე) რომელშიც დღეს არქეოლოგიური მუზეუმია.  მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება მსგავსი ადგილი, სადაც ჰაერი გაჯერებულია საკმეველის ხეების სურნელოვანი არომატით. აქ ზღვა თბილია მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. 

ტურისტული კომპანია ,,Lucky Tour”-ი გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას და მაქსიმალურ კომფორტს, იმისათვის რომ თქვენი დასვენება იყოს დაუვიწყარი და ამავდროულად სასიამოვნო. კომპანიის ტურ-ოპერატორებთან შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი კურორტი და სასტუმრო თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.