სერვისები

გიდის მომსახურება

ტურ-ოპერატორი „Lucky Tour“-ი გთავაზობთ გიდის მომსახურებას. იგი ემსახურება ტურისტებს მთელი ტურის განმავლობაში და ითავსებს შუამავლის ფუნქციას სტუმრებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის. ჩვენს გიდებს გააჩნიათ ღრმა ცოდნა და დიდი სამუშაო გამოცდილება ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ, კულტურულ თუ სათავგადასავლო ტურების მეგზურობაში, რაც ჩვენი კომპანიის ძირითადი უპირატესობაა. ტურ-ოპერატორი „Lucky Tour“-ი მომსახურებას გაგიწევთ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენოვანი გიდების დახმარებით.

სასტუმროს დაჯავშნა

ტურ-ოპერატორი ,„Lucky Tour“-ი გთავაზობთ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ჯავშანს ყველა კატეგორიის სასტუმროებზე, ბინებზე, სხვადასხვა ადგილმდებარეობის, ოთახების რაოდენობის და კატეგორიის მიხედვით. შეარჩიეთ და დაჯავშნეთ ელექტრონულად სასტუმროები, დასასვენებელი  კოტეჯები და ბინები ჩვენი კომპანიის დახმარებით.

ავია და რკინიგზის ბილეთების დაჯავშნა

ტურ-ოპერატორი „Lucky Tour“-ი გთავაზობთ ავია და რკინიგზის ბილეთების დაჯავშნის სერვისს ნებისმიერი მიმართულებით. თქვენ შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ ონლაინ და ტელეფონის საშუალებით და ჩვენი მენეჯერი შეგირჩევთ საუკეთესო ვარიანტს და მოგაწვდით მოგზაურობასთან დაკავშირებულ  საჭირო ინფორმაციას და სასურველ რჩევებს.

რესტორნის, გასართობი ცენტრების დაჯავშნა

ტურ-ოპერატორი „Lucky Tour“-ი გთავაზობთ რესტორნის, გასართობი ცენტრების დაჯავშნის სერვისს. საქართველოში რესტორნების ფართო არჩევანი არსებობს. თქვენ ადვილად იპოვნით ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, იტალიურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ, ფრანგულ, ამერიკულ რესტორნებს და სხვადასხვა ტიპის კაფე-ბარებს. თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ თქვენი საღამო ბილიარდისა და ბოულინგის გასართობ ცენტრებში და გაერთოდ ღამის კლუბებში, ლაუნჯ ბარებში, სტრიპტიზ კლუბებსა და კაზინოებში.
დაგვეკონტაქტეთ ონლაინ და ტელეფონის საშუალებით და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი რეზერვაციის გაკეთებაში.

სატრანსფერო სერვისი

საუკეთესო გზა აეროპორტში მოსახვედრად და იქიდან წამოსასვლელად არის „Lucky Tour“-ის სატრანსფერო სერვისი. დაზოგეთ დრო და ამ მომსახურებისთვის მიიღეთ საუკეთესო ფასი.  ტრანსპორტირება შესაძლებელია მანქანით, მიკრო ავტობუსით, ავტობუსით და ლიმუზინით.
დაგვიკავშირდით ონლაინ და ტელეფონის საშუალებით და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ ტრანსფერის ორგანიზებაში.

საუკეთესო შემოთავაზება არ ნიშნავს გადაიხადო ძვირი!

საკონტაქტო ფორმა

(ქართული კლავიატურა on/off)